понедельник, 14 июля 2014 г.

მე-8 დღე

    დღეს ჩვენ ვისწავლეთ ფასილიტაცია, დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა და მოვახდინეთ ბლოგზე ჩვენი პორთფოლიოს ატვირთვა, ხოლო შემდეგ პორთფოლიოს ჩეკლისტში და  პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტში აღვნიშნეთ შესრულებული სამუშაოები.
       ნათი ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგ-კურსისთვის, ძალიან კარგი, თბილი და ხალისიანი ადამიანი ხარ

суббота, 12 июля 2014 г.

მე-7 დღე

ვიმუშავეთ განმავითარებელი თვითშეფასების და მიმდინარე შეფასების პრაქტიკის რუბრიკაზე, დავამზადეთ მოსწავლის მხარდამჭერი დოკუმენტი.

მე-6 დღე

ვისწავლეთ მოსწავლის ნაშრომში კომენტარების გაკეთება, ბლოგზე გავაკეთეთ ჩანართები, ლინკები,  ვიმუშავეთ გეგმებში და  გავაკეთეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა.

вторник, 8 июля 2014 г.

ლექსი - მეფე ლომი


მე-5 დღე



დღეს ჩვენ ვისწავლეთ ვიდეო ფაილების გადატანა საკუტარ ბლოგზე;
                                           ბლოგზე ჩანართების გაკეთება;
                                           საკუთარ ფოსტაზე ინფორმაციის ატვირთვა გადაგზავნა;
                                          გამოყენებული ლიტერატურის ფორმის შევსების წესი.

მე-4 დღე

 დღეს ჩვენ განვიხილეთ მოდული მე-2-ის მე-3 აქტივობა, ანუ სასწავლო პროექტის დაგეგმვა და შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა              
    ჩვენი პროექტიდან გამომდინარე ავირჩიეთ საჭირო შეფასების სტრატეგიები 

понедельник, 30 июня 2014 г.

მე-3 დღე

შემდგომი გაკვეთილები უფრო და უფრო საინტერესო და ხალიასიანია. 
დღეს ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარების დადება, გაზიარება და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

მე-2 დღე

          დღევანდელი დღე უფრო უკეთესი იყო პირველზე, დღეს მე ვისწავლე ბროშურის დამზადება, კერძოდ  დიზაინის აწყობა და გაფორმება.
         მშობლებისთვის დავამზადე გასაგზავნი ბროშურა, რომელიც ალბათ დააინტერესებს და ბავშვებთან ერთად ისინიც ჩაერთვებიან ჩვენს პროექტში. 

среда, 25 июня 2014 г.

დღე პირველი

დღეს მე ვიწყებ ინტელის შესწავლას, ვნახე სახელმძღვანელო, შევქმენი საკუთარი ფოლდერი სადაც ჩავწერეთ სხვადასხვა ფოლდერები და ფაილები, ვისწავლე ბლოგის შექმნა, დიზაინის შეცვლა